istoriuli soflebi  
  
 
 

oxera
უბანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. ისტორიულად ცალკე სოფელი იყო, რომელშიც, თავის მხრივ, გამოიყოფოდა ორი სოფელი: დიდი ოხერა და პატარა ოხერა. „ოხერა“ იმიტომ დარქმევია, რომ აქ მოიპოვებდნენ საღებავ მიწას (ოხრას). მნიშვნელოვნად დაზიანდა 1920 წლის გორის მიწისძვრისას, რა დროსაც დაიღუპა სოფლის 13 მცხოვრები, განადგურდა ძველი ეკლესიები. საბჭოთა პერიოდის პირველ ნახევარში ისევ იხსენიებოდა ორი ოხერა. დიდში მოქმედებდა ლ. ბერიას სახელობის კოლმეურნეობა, პატარაში - ი. სტალინის სახელობისა. 1940 წლის სოფლების სიაში შეტანილი იყო სოფელი ხიდისთავი, დიდი ოხერა და პატარა ოხერა. ამ წლის მონაცემებით, დიდ ოხერაში 228 კომლი ირიცხებოდა. 1947 წელს ორივე ოხერას ზემო ხიდისთავი უწოდეს. მოგვიანებით (1951) ხიდისთავს შეუერთეს.

მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი  
კოორდინატები  
ადრეული სახელები  
ცენტრის სიმაღლე  
ფართობი  
მოსახლეობა  
ეროვნული შემადგენლობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი